ირანთან მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება

26-02-2020 22:18:56 პოლიტიკა ,საზოგადოება

ირანთან მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება,– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

შეზღუდვა შეეხებათ როგორც ირანისკენ მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს, ისე ირანის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში შემოსვლის სურვილი ექნებათ.

ამ დროისთვის ირანთან ფრენები შეჩერებულია.

ცნობისთვის: დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ვირუსის ნიშნები მებაჟეებმა შენიშნეს. ამ დროისთვის მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები