
ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
19/02/2025 13:01:59 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. ინფორმაციას მისი ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბრის თემა სავარაუდოდ, მიუნხენში გამართული შეხვედრები და გამოკვეთილი გზავნილები იქნება.
მანამდე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსსა და ქართველ დიპლომატებს შეხვდა.