
ბოკუჩავა – სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ: "შევთანხმდით, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას წულუკიანის რუსულ კომისიაში"
19/02/2025 17:33:55 პოლიტიკა
"შევთანხმდით, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას წულუკიანის რუსულ კომისიაში", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა
მისი თქმით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საკითხი განიხილეს.
"ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში. ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ...", - თქვა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, ემუქრებათ თუ არა სასჯელი კომისიაში არმონაწილეობის გამო? - ოპოზიციონერი პასუხობს: "გვემუქრება კი, მაგრამ ამის არავის ეშინია".
"ქართული ოცნების" პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კომისიას „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.