
პროტესტის 84–ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
19/02/2025 17:52:36 პოლიტიკა, საზოგადოება
პროტესტის 84–ე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გრძელდება.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ტერიტორიიდან საპროტესტო მარში შეუერთდა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებაა.
"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" , - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.