Accentnews.ge
ზურაბიშვილი: ივანიშვილის ბიზნესწრეებიდან მომივიდა გზავნილები, სანქციები მუშაობს

ზურაბიშვილი: ივანიშვილის ბიზნესწრეებიდან მომივიდა გზავნილები, სანქციები მუშაობს

19/02/2025 19:26:38 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ სანქციები "მუშაობს".

მან არგუმენტად მოიყვანა "რამდენიმე გზავნილი ბიზნესწრეებიდან".

"ჩემთან მოვიდა უკვე რამდენიმე გზავნილი ბიზნესწრეებიდან, რომლებსაც ვთვლით, რომ არიან ივანიშვილის პირველი საყრდენი, "ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათო" და ა.შ. ასე რომ, ჩემთან თუ მოვიდა, ეს არის იმისთვის, რომ იქ [პარტნიორებთან] იყოს ნათქვამი. სწორედ ეს ნიშნავს იმას, რომ სანქციები მუშაობს. თუნდაც, როცა არ არის ჯერ დაწესებული სანქციები და ყველას ძალიან კარგად ესმის, და პირველ რიგში, ვინც არის ამ ბიზნესში ჩართული, თუ რამდენია დასაკარგი ამ სანქციებით, ასე რომ, ეს წნეხი მოქმედებს."- თქვა სალომე ზურაბიშვილმა "ფორმულასთან" ინტერვიუში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S