Accentnews.ge
"საქართველოსთვის სავარძელი კვლავ გვიდგას": ლავროვი თბილისს "3+3"-ში კიდევ ერთხელ იწვევს და ფორმატის "სტრუქტურირებულ ორგანიზაციად გარდაქმნას" აანონსებს

"საქართველოსთვის სავარძელი კვლავ გვიდგას": ლავროვი თბილისს "3+3"-ში კიდევ ერთხელ იწვევს და ფორმატის "სტრუქტურირებულ ორგანიზაციად გარდაქმნას" აანონსებს

19/02/2025 19:53:12 პოლიტიკა

"ოცნების" გუნდის ქმედებების მაქებარი პუტინის რუსეთი საქართველოს 3+3 ფორმატში კიდევ ერთხელ იწვევს. შესაბამისი განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.

"თავიდანვე ყველა შევთანხმდით, რომ სწორედ «3+3» ფორმატი გვექნებოდა და რომ გვესმოდა საქართველოს პოზიციის ნიუანსებისა და ეჭვების, მაგრამ ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნებოდა და სავარძელიც ყოველთვის გვედგებოდა საქართველოს წარმომადგენლებისთვის ჩვენს სხდომათა დარბაზში. ეს ჩვენი საერთო მიდგომა ბოლო სხდომაზეც დავადასტურეთ" - განაცხადა ლავროვმა.

პუტინის ხელისუფლების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კვლავ შეაქო "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე გუნდი, რომელსაც მთელს ცივილიზებულ სამყაროში უკვე ღიად მოიხსენიებენ პრორუსულად. ამასთან, ლავროვმა გაიმეორა პროპაგანდისტული ნარატივი "ოცნების" მიერ "ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების" თაობაზე და იქვე დასძინა, რომ "3+3" "სწორედ ის ფორმატია, რომელიც უდავოდ, ყველა მონაწილის ინტერესებში მუშაობს".

ამ კონტექსტში მან აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ტრადიციულ ლანძღვას მიჰყო ხელი და შეეცადა, შეექო ამჟამინდელი - ანუ ტრამპის გუნდი, რომელიც ბოლო ერთი კვირაა, პუტინისა და მისი ხელისუფლებისადმი კომპლიმენტებს არ იშურებს უკრაინის პრეზიდენტის მიმართ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ბრალდებების კვალდაკვალ.

"ის, რომ ფორმატი "3+3" სწორედ მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს, შურს იწვევდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც ცდილობდა, ჩვენი ფორმატი ჩაენაცვლებინა "3+1"-ით - ანუ სამი ამიერკავკასიური რესპუბლიკითა და ბაიდენის ადმინისტრაციის ხალხით, რომელიც ამ სამეულს უხელმძღვანელებდა" - აღნიშნა მან.

ამასთან, ლავროვმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ფორმატის ფარგლებში გამართულ ბოლო შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, "ეს საკონსულტაციო პლატფორმა უფრო სტრუქტურირებულ ორგანიზაციად გარდაიქმნას". რა შინაარსი დევს ამ ფრაზის უკან - მას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია.

ფორმატის ბოლო შეხვედრა გასული წლის 23 ოქტომბერს თეირანში გაიმართა. მასში 5 მონაწილე ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, რუსეთი, თურქეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს მონაწილება.

მოსკოვის მიერ არაერთგზის მიწვევის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი ფორმატში ჩართვაზე უარს აცხადებდა და განმარტავდა, რომ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე რუსეთთან ერთობლივ ვერანაირ ფორმატში ვერ ჩაებმებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S