მარკ ვისი: "პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინა არ არის - მას რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს"

20-02-2025 21:03:07 პოლიტიკა

რუსეთის სამხედრო დამნაშავე ლიდერის - ვლადიმირ პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინა არ არის, მისი ამბიციები ეფუძნება გაცილებით ფართო მისწრაფებას - რუსეთის იმპერიის აღდგენას, რაც მთელი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება, - დარწმუნებულია ამერიკელი კონგრესმენი, ტექსასის შტატის წარმომადგენელი მარკ ვისი.

როგორც მან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ზამთრის სხდომაზე შეკრებილი ევროპარლამენტარებისადმი მიმართვაში განაცხადა, "თუ პუტინი უკრაინაში არ შეჩერდა, მისი აგრესია იქ არ დასრულდება, ამდენად უკრაინელი ხალხი, რომელმაც უდიდესი სიმამაცე გამოავლინა, თითქმის სამი წელია, იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი მიწის დასაცავად და რუსული ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად, არამედ მთელი ევროპული სივრცის დასაცავადაც".

"უკრაინელთა წინააღმდეგობა მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის: ავტორიტარიზმი თავისუფლებაზე ვერ გაიმარჯვებს!" - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები