
ზურაბიშვილი: 7 წლის წინ ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს, ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ
22/02/2025 18:06:39 პოლიტიკა
7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს - ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ისტორია გმირების ზურგზეა ნაშენები. 7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს. მისი ნაწამები ცხედარი 26 დღის შემდეგ დააბრუნეს - რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ. არასდროს დავივიწყებთ!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალში მოკლეს. მისი ცხედარი ცხინვალმა თბილისს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება.
უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.