
ეს სიცრუეა, „როიტერი” იტყუება - მასკი ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს
22/02/2025 20:57:40 პოლიტიკა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულების მიზნით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს.
„ეს სიცრუეა. „როიტერი” იტყუება. „ესოშიეითიდ პრესის” (ასოცირებული პროპაგანდის) შემდეგ მეორე ადგილზე არიან, დიდი ხნის განმავლობაში ტყუილი ახალი ამბების გავრცელების კუთხით“, – წერს ილონ მასკი.
სააგენტო Reuters-ის მიერ წყაროებზე დაყრდნობით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, სატელიტურ ინტერნეტ „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს.
აშშ-ის წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ კიევმა ვაშინგტონისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უკრაინის მნიშვნელოვანი მინერალები, წამოჭრეს საკითხი, რომ შესაძლოა, უკრაინას შეუწყდეს წვდომა ილონ მასკის Starlink-ის სატელიტურ საინტერნეტო სისტემაზე, - წერს სააგენტო Reuters-ი, საკითხში გათვითცნობიერებულ სამ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროთა ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან SpaceX-ის მფლობელობაში მყოფ Starlink-ზე წვდომის საკითხი წამოიჭრა დისკუსიებში აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თავდაპირველ წინადადებაზე.
Starlink-ი რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას და მის არმიას მნიშვნელოვან საინტერნეტო კავშირს აწვდის.
"ვიხდით და გავაგრძელებთ საფასურის გადახდას უკრაინისთვის სატელიტური ინტერნეტისთვის" - წერს უკრაინის ვიცეპრემიერი, კშიშტოფ გაუკოვსკი მასკის მფლობელობაში მყოფი სოციალური ქსელით X.
"ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ შესაძლოა გადაწყვიტოს გაწყვიტოს კომერციული სერვისის ბიზნეს-კონტრაქტი, რომლის ნაწილი პოლონეთიცაა" - დასძენს გავკოვსკი, რომელიც პოლონეთის დიგიტალურ საქმეთა მინისტრის პოსტსაც ითავსებს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ Starlink-ის მფლობელი კომპანია, SpaceX-ი, ჯერჯერობით არ გამოხმაურებია კომენტარზე თხოვნას.
სააგენტოს პასუხი არც უკრაინის არმიის წარმომადგენლებისგან მიუღია.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ პოლონეთმა უკრაინას მიაწოდა Starlink-ის 20 000 ერთეული და მას შემდეგ აფინანსებს ამ ერთეულების მუშაობას, საინტერნეტო კავშირის უზრუნველსაყოფად - ეს ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, მას Reuters-ი გაეცნო.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში 22 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს - იმ ფონზე, როცა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის უთანხმოება შეშფოთებას იწვევს კიევის ევროპელ მოკავშირეებს შორის.