Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ყველა კანონპროექტი წარმოადგენს „დიფ სთეითის" საწინააღმდეგო პაკეტს

ირაკლი კობახიძე: ყველა კანონპროექტი წარმოადგენს „დიფ სთეითის" საწინააღმდეგო პაკეტს

23/02/2025 10:20:01 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველა ის კანონპროექტი, რომლის კანონად ქცევასაც გეგმავენ, „დიფ თეითის“ საწინააღმდეგო პაკეტია".

  • "თქვენ იცით სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის ისტორია: 2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. ომის დასრულებიდან ერთ თვეში შესაბამისი კანონი მიიღეს. აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღდგეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იზრუნოთ პრევენციაზე, რაც სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას უკავშირდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებულ სხვა კანონპროექტებზეც ისაუბრა, რომელიც მათ შორის, მედიასაც ეხება.

  • „სინამდვილეში, ეს არის „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა, ეს ეხება, მათ შორის "გამჭვირვალობის შესახებ კანონს", სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრე არის საჭირო იმისთვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისთვის დღეს ყველანაირი რესურსი გვაქვს და ამისთვის მიიღება ის კანონები, რომელიც არის დაინიცირებული“, - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების" პარლამენტში მომდევნო კვირას რამდენიმე კანონპროექტი დარეგისტრირდება. გეგმის თანახმად:

ყველა კანონიდან და აქტიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის.

აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს მიღებული „აგენტების კანონი“.

შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.

დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S