
ზურაბიშვილი - ზელენსკის: "თქვენი ქვეყნის, თავისუფლების და ჩვენი საერთო მომავლის დაცვის მესამე წელს... პატივისცემა თქვენს გამბედაობასა და გამძლეობას!"
23/02/2025 22:37:28 პოლიტიკა
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 3 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს.
"თქვენი ქვეყნის, თქვენი თავისუფლების და ჩვენი საერთო მომავლის დაცვის მესამე წელს, ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პატივისცემა თქვენს გამბედაობასა და გამძლეობას! გამაგრდით!"- წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.