Accentnews.ge
კალასი – სანქციებზე: ჩვენ ჯერ–ჯერობით ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა ორი ევროპული ქვეყანა, რომ ამას დათანხმდეს, მაგრამ მცდელობას გავაგრძელებთ

კალასი – სანქციებზე: ჩვენ ჯერ–ჯერობით ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა ორი ევროპული ქვეყანა, რომ ამას დათანხმდეს, მაგრამ მცდელობას გავაგრძელებთ

24/02/2025 08:18:25 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ უკვე წარდგენილია "სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ".

როგორც მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ქართველი ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სანქციების საკითხზე ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება ორი ევროპული ქვეყანის დარწმუნება, თუმცა მისის თქმით, ამ მიმართულებით მცდელობას კვლავ განაგრძობენ.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ, მათ შორის საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, კიდევ გავაკეთოთ. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენ ჯერ–ჯერობით ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა ორი ევროპული ქვეყანა, რომ ამას დათანხმდეს, მაგრამ მცდელობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა კალასმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S