
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი უნდა განიხილოს
24/02/2025 08:35:18 პოლიტიკა
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი უნდა განიხილოს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ქართველი ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ვფიქრობ, უნდა განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი, რადგან, არჩევნებამდე და მისი მიმდინარეობისას ბევრი დარღვევა გამოვლინდა. ასე რომ, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი უნდა განიხილოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიდერლანდები მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მომავალშიც ასე გააგრძელებს“, - აღნიშნა ველდკამპმა.