Accentnews.ge
გორში ორი ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით 17 და 18 წლის ბიჭები დააკავეს

გორში ორი ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით 17 და 18 წლის ბიჭები დააკავეს

24/02/2025 12:14:02 სამართალი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი - 2007 წელს დაბადებული ლ.ზ. და 2008 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ პირს - 2006 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ტ.ა.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S