
ქართველი მეზღვაური: ФСБ-მ მურმანსკის პორტში ზეწოლის ქვეშ საქართველოს ექვსი მოქალაქე დაკითხა
24/02/2025 13:04:07 პოლიტიკა
ქართველი მეზღვაური გიორგი ნეგერვაძე ამბობს, რომ მირმანსკის პორტში, გემზე ФСБ-ს თანამშრომლები ავიდნენ, თავი მოუყარეს ქართველებს და ზეწოლის ქვეშ დაკითხეს საქართველოს ექვსი მოქალაქე.
"ტელეფონი გამომართვა, შეამოწმა ყველაფერი,რაღაც სპეციალური კოდი აქვთ და იმ კოდით ძვრებიან ყველგან. მინახეს 2022 წელს ნაყურები რუსეთი უკრაინის ომის ვიდეოები,აქციის ვიდეოები [...]. შემდეგ წამიყვანეს ФСБ-ს შენობაში, ჩამკეტეს ოთახში, დამაყენეს, გამხადეს წელს ზემოთ,სურათები მიღეს,თითის ანაბეჭდები ამიღეს,შემდეგ ისევ ჩამკეტეს და 1 საათში ისევ მოვიდნენ კამერით და დამიწყეს დაკითხვა.6 საათის განმავლობაში მკითხავდნენ, თან იწერდნენ.ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. კითხვები იყო ასეთი : რუსეთი უკრაინის ომში რუსეთს ვუჭერ მხარს თუ უკრაინას? მყავს თუ არა უკრაინაში ნათესავები? ბოლოს როდის გადავრიცხე ფული უკრაინის დახმარების ფონდში? პუტინი მიყვარს თუ არა? ზელენსკის ვუჭერ მხარს თუ არა? ვისი ბრალია უკრაინა რუსეთის ომი? 2008 წელს საქართველო რუსეთი ომის დროს მინდოდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა? საქართველოში ყოფნის დროს, აქციაზე ხშირად ვიძახი "პუტინ ხუილოს" თუ არა? დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე ყოფნის დროს? აქციაზე რო დავდივარ, ფულს რამდენს ვიღებ? რატო არ მაქვს რუსეთის მხარდაჭერი ვიდეოები? დედაჩემი ვინაა? ჩემი ცოლი ვინააა? ვეწევი თუ არა მარიხუანას ან ჩემი ცოლი ეწევა თუ არა? აფხაზეთი საქართველოა თუ არა? რუსეთი ოკუპანტია თუ არა? ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე.ფსიქოლოგიაზე მირტყამდნენ რო რამე მეთქვა, ავყოლოდი საბაბი მიმეცა რომ გაველახე.იწეოდნენ ჩემსკენ...დამცინავად მელაპარაკებოდნენ.
"აქ ბევრი ქართველი გვყავდა და ზოგ ზოგიერთებს ფეხები დავატეხეთო"- მეუბნებოდნენ. "შენც ჭკუით იყავი თუ გინდა აქედან გახვიდეო".ვცდილობდი არ ავყოლოდი, რადგან ვერავინ ვერ მიშველიდა.მინდოდა, იქედან გამოვსულიყავი, თავი დამეღწია",- იხსენებს მეზღაური.
ის ამბობს, რომ შემდეგ გადაიყვანეს სხვა ოთახში, ხელი მოაწერინეს "რაღაცეებზე, ისეთი რაღაცეები დაწერეს, რაც არ მიქნია":
"შენ 32 წლის ხარო, 50-წლიანს მოგცემთ და 50 წელში 82-ის კი იქნებიო", ლამის გული გამიჩერდა, მეთქი 50 წლით ციხეში მიშვებენ. შემდეგ კი მეუბნება უფროსი: მაგრად გაგიმართლა რომ აქედან გიშვებთ და 50 წლიან დეპორტს გაძლევთო. მოკლედ 50 წლიანი დეპორტი მომცეს და დამაბრუნეს გემზე. მაგრად მაწვალეს. ვფიქრობდი, გემზე აღარ დამაბრუნებენ-მეთქი. მე რაც იქ ვიწვალე სხვამ არ მინდა იგივე გაიაროს იმიტო რო შეიძლება ვერ გაუძლოს და ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს. ჩვენ სანამ შევიდოდით პორტში, მანამდე 4 ქართველი წაუყვანიათ, ისე უცემიათ, საავადმყოფოში წაუყვანიათ.ასე რომ კიდევ კარგად გავუძელი წნეხს.ეხლა კარგად ვარ, გამოვედით რუსეთიდან,დიდება საქართველოს აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა".