
ზურაბიშვილი: ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია
25/02/2025 10:27:24 პოლიტიკა
გურია, ბათუმი, ქობულეთი…ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ „ყველა საშუალება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, რეპრესიაზეა გადართული“.
„გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია. ყველა საშუალება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, რეპრესიაზეა გადართული. მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ 112-ს გზავნილი მოგვიწოდებს!“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ გადაუდებელი საჭიროებების გამო.
დიდთოვლობამ გარდა გურიისა, დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც.
შეფერხებულია ენერგომომარაგება.