
სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა წარადგინა
26/02/2025 13:04:45 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს.
„გეგმა ახალი არჩევნები:
1. არჩევნების პირობების დაწესება;
2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება;
3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა;
4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის;
5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა – „ქართული ქარტია“ და მისი პრიოტიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რუსული კანონის გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა“,- ნათვამია ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.