კობახიძე იმედოვნებს, რომ FARA-ს კანონი პარლამენტში დაიხვეწება

27-02-2025 12:54:55 ,

"ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული FARA-ს კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, უხეში კანონი. მე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული FARA-ს კანონი დაიხვეწება და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ეს იქნება სწორი მიდგომა.

პირველად ვარიანტად FARA-ს ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის ბუნებრივია, პარლამენტის საქმე",- თქვა "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები