27-02-2025 13:23:10 რეგიონები
იმერეთში ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 103 სოფელი.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხარაგაულის მაღალმთიან ზონაში, სადაც თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა.
მათივე მტკიცებით, თორმეტივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები - წუხელ მთელი ღამის განმავლობაში 75 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან კი პროცესში 158 ერთეული ტექნიკა ჩაერთო. ჩართულია
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გვიან ღამით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთო თავდაცვის ძალების ტექნიკაც.
სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლასა და ბაღებში.