ევროკავშირი აცხადებს, რომ ტრამპის დაანონსებულ "უსამართლო ბარიერებს მტკიცედ და დაუყოვნებლივ უპასუხებს"

27-02-2025 13:29:49 ევროპა

ევროკომისიამ განაცხადა, რომ „მტკიცედ და დაუყოვნებლივ“ იმოქმედებს უსამართლო სავაჭრო ბარიერების წინააღმდეგ. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მალე გამოაცხადებს 25%-იან ტარიფს ევროკავშირიდან იმპორტზე.

„ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის წინააღმდეგ უსამართლო ბარიერებს მტკიცედ და დაუყოვნებლივ უპასუხებს“ - განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა ტრამპის განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, ევროკავშირმა, დიდი და ინტეგრირებული ერთიანი ბაზრის შექმნით, „შეამსუბუქა ვაჭრობა, შეამცირა ხარჯები აშშ-ის ექსპორტიორებისთვის და გააერთიანა სტანდარტები და რეგულაციები 27 ქვეყანაში. შედეგად, აშშ-ის ინვესტიციები ევროპაში ძალზე მომგებიანია":

"ევროპა დიალოგს, ღიაობასა და ურთიერთპასუხისმგებლობას ემხრობა. ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის, თუ თამაშის წესებს დაიცავთ. მაგრამ ჩვენ ასევე დავიცავთ ჩვენს მომხმარებლებს და ბიზნესს ყველა ეტაპზე - ისინი ჩვენგან ნაკლებს არ მიიღებენ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები