
თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს
27/02/2020 11:02:57 საგარეო პოლიტიკა
თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს. როგორც საქართველოში თურქეთის საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ღონისძიება ახალი ტიპის კორონავირუსს უკავშირდება.
"კორონავირუსის საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გამო 26 თებერვლის საღამოს 23:30 საათიდან მოყოლებული, დაიწყო პასპორტის კონტროლის წარმოება ტრაილერების (TIR– ის) მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში შესვლას აპირებენ. ამ დროისთვის თურქეთის გავლით ქვეყანაში შესვლა არ არის ნებადართული იმ პირებისთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში. ამასთან, შეიძლება, ეს რეგულაციები შეიცვალოს, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლების პროცესშია“, - ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.