
ცხინვალმა ნიკარაგუასთან "უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება" გააფორმა
28/02/2025 07:17:48 კონფლიქტები
ნიკარაგუამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან "სავიზო ფორმალობების თავიდან ურთიერთარიდების შესახებ შეთანხმება" გააფორმა, რომელიც "დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მქონე პირებზე" გავრცელდება.
დოკუმენტს ოსური მხრიდან დე-ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახსარ ჯიოევმა მოაწერა ხელი, ხოლო ნიკარაგუას მხრიდან - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ნიკარაგუას ელჩმა" (რეზიდენციით მოსკოვში) ალბა ტორესმა.
მოსკოვში გამართული შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა "ორ მეგობრულ ქვეყანას შორის ურთიერთობების ასპექტები, მათი განვითარებისა და გამყარების გზები, ასევე აქტუალური საერთაშორისო მოვლერნები განიხილეს", - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დახურული წყაროების ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის რეგიონის მკვიდრნი ნიკარაგუაში უვიზოდ 90 დღემდე ვადით ყოფნას შეძლებენ და იგივე პირობა ვრცელდება ოკუპირებული აფხაზეთის "მოქალაქეებზეც".
ცნობისთვის: ნიკარაგუა რუსეთის შემდეგ პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 2008 წელს ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარა. მის გარდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" მხოლოდ ვენესუელას, სირიასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021