Accentnews.ge
"ოცნება" ოპოზიციისთვის მაჟორიტარების რაოდენობის 40-მდე შემცირების შეთავაზებას უარყოფს

"ოცნება" ოპოზიციისთვის მაჟორიტარების რაოდენობის 40-მდე შემცირების შეთავაზებას უარყოფს

27/02/2020 09:46:48 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ხელისუფლებამ ოპოზიციას მაჟორიტარების რაოდენობის 40-მდე შემცირება შესთავაზა.

"დიპლომატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან. დაისვა კითხვები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ამაზეც იყო დისკუსია. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ოპოზიციას 110/40 მოდელი შევთავაზეთ, ეს ინფორმაცია არასწორია“, - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას შერეული საარჩევნო სისტემის ახალი თანაფარდობა – 110/40 შესთავაზა, “ახალი საქართველოს” წევრმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა. დღეს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებთან არაფორმალური შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას შერეული საარჩევნო სისტემის ახალი თანაფარდობა – 110/40-ზე შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S