Accentnews.ge
"ოცნება” მზადაა, მოხსნას წუხილი იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს"

"ოცნება” მზადაა, მოხსნას წუხილი იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს"

27/02/2020 13:34:26 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” მზადაა, "მოხსნას წუხილი იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს".

“ცალკე აღებულ რომელიმე მოდელზე – 110/40-ზე, 100/50-ზე და ა.შ. – საუბარი არ ყოფილა, თუმცა ზოგად პრინციპებზე საუბარი იყო. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მმართველი გუნდი, “ქართული ოცნება” მზად არის, მოვხსნათ ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს",– განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა. დღეს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებთან არაფორმალური შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას შერეული საარჩევნო სისტემის ახალი თანაფარდობა – 110/40-ზე შესთავაზა. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უარყოფს ვაშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S