Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად ბადრა გუნბამ გამოაცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად ბადრა გუნბამ გამოაცხადა

02/03/2025 09:28:18 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავი გამარჯვებულად ბადრა გუნბამ გამოაცხადა. წინასწარი შედეგები ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა სხვადასხვა ტელეგრამ–არხზე გავრცელებული მონაცემებით, იგი ლიდერობს.

„წინასწარი შედეგები ყველასთვის ცნობილია... ეს შედეგი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით დადგა და რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგი. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ“, - მიმართა მან, "რადიო თავისუფლების" ცნობით, მხარდამჭერებს.

გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მასში ე.წ. პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობდნენ: ადგურ არძინბა (36,92%) და ბადრა გუნბა (46,38%).

"რადიო თავისუფლების" ცნობით, ტელეგრამ– არხებზე გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მეორე ტურში მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ბადრა გუნბა - 56% (54 859 ხმა);
  • ადგურ არძინბა - 42% (41 701 ხმა);
  • ორივე კანდიდატის წინააღმდეგ - 2% (2037 ხმა).

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნების ჩატარება „ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S