Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი დღეს დაანონსებულ „დედების მარშს“ შეუერთდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს დაანონსებულ „დედების მარშს“ შეუერთდება

03/03/2025 11:50:40 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დაანონსებულ „დედების მარშს“ შეუერთდება.

„დედებო, გილოცავთ დედის დღეს, გილოცავთ თქვენ, ვისი შვილები უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან! დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს“, - წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

3 მარტს, თბილისში დედების მარში გაიმართება. შეკრება 20:00 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება. ეს ნაწილია იმ საპროტესტო გამოსვლებისა, რომელიც 90-ზე მეტი დღეა, ქვეყანაში იმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S