
ლატვიამ საქართველოს კიდევ 16 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
03/03/2025 12:14:32 პოლიტიკა
ლატვიამ საქართველოს კიდევ 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს.
„ლატვიის პერსონა ნონ გრატთა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, შეუზღუდავი ვადით აეკრძალა ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად“, - წერს ბრაჟე.