04-03-2025 00:34:39 პოლიტიკა
ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად თბილისის მერს, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვეს, - იტყობინება უკრაინული მედია 3 მარტს.
კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა.
გარდა კალაძისა, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს ასევე ჩამოერთვათ "უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატის" და "უკრაინის სპორტის ოსტატის" ტიტულები.