გერმანიის საგარეო: „ქართული ოცნება“ დაშინების კამპანიას აგრძელებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავისუფლებას იცავს

04-03-2025 01:16:14 პოლიტიკა

მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავისუფლებას იცავს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.

საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის შემდეგ ხვალ სასამართლოში წარდგება. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს.

„ქართული ოცნება“ ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას აგრძელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავისუფლებას იცავს“, - წერს გერმანიის საგარეო უწყება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები