მდინარაძე - სანქციებზე: უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ

04-03-2025 01:31:13 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები არაფერს ნიშნავს.

მისი თქმით, მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო „მძიმე დარტყმა“ მოხდეს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან „სიმართლე მთელმა მსოფლიომ ნახა“:

„ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს. ევრობიუროკრატებიდან, სადაც „დიფ სთეითებია“ ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა, უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე - ევროპელებმა, ამერიკელებმა, ქართველებმა, მათ შორის, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე".

მისი თქმით, "ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს, საით არის სიმართლე და ეს სანქციები რას ემსახურება".

"ვიდრე სიმართლე ხელის გულზე გამოვიდოდა, ეს სანქციები არ იყო საშიში, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა, დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა, ამ ყველაფრის მიუხედავად და დღეს, მით უმეტეს, ამის პრობლემა არ არის“,- განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები