Accentnews.ge
სანქცირებულმა რუსმა მილიარდერმა ლებედევმა ოკუპირებულ აფხაზეთში ნაკრძალი შეიძინა

სანქცირებულმა რუსმა მილიარდერმა ლებედევმა ოკუპირებულ აფხაზეთში ნაკრძალი შეიძინა

05/03/2025 11:08:09 კონფლიქტები, პოლიტიკა

კანადის მიერ დასანქცირებულმა რუსმა მილიარდერმა ალექსანდრე ლებედევმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ნაკრძალი იყიდა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ქონების შეძენასთან დაკავშირებული გარიგების დეტალები მან Forbes-ის პოდკასტში გაამხილა.

ლებედევის თქმით, აფხაზეთში მიწის შეძენა მარტივი არ აღმოჩნდა - "შეიქმნა გარკვეული ბიუროკრატიული და იურიდიული სირთულეები, თუმცა მათი დაძლევა მაინც მოხერხდა".

მილიარდერი დარწმუნებულია, რომ მისი "ინვესტიცია" ხელს შეუწყობს ოკუპირებული რეგიონის "განვითარებასა და აფხაზეთში სხვა მეწარმეების მიზიდვას".

"აფხაზეთში მიწა შევიძინეთ, ვაშენებთ "ბაიკალსკის"… დავძლიეთ ძალზე რთული შეთანხმებითი პროცედურა, რადგან საუბარია ნაკრძალზე. ამ გზის გავლას ერთი წელი დასჭირდა და აი, როგორც იქნა, მივიღეთ თანხმობა…", — განაცხადა ლებედევმა.

ცნობისთვის: ლებედევის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესდა, სადაც რუსი მილიარდერი აქტივებს, კერძოდ, სანაპირო ზოლის პირველ ხაზზე მდებარე ქალაქის უმსხვილეს სასტუმრო კომპლექს «Миндальная роща»-ს ფლობს. ამასთანავე, მას აქტივები ბრიტანეთშიც გააჩნია. 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში ლებედევი ინარჩუნებდა კონტროლს რუსეთში მოქმედ "ეროვნულ სარეზერვო ბანკზე", რომელიც მოგვიანებით გაასხვისა. ევროკავშირმა ხსენებული ბანკი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაასანქცირა.

კანადამ ლებედევის წინააღმდეგ სანქიცები მეორედაც - ამჯერად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შემოიღო. მაშინ კანადური გამოცემა "Globe and Mail" წერდა, რომ რუსეთის КГБ-ს ექს-აგენტი ლებედევი ყველა სხვა აქტივთან ერთად, ფლობდა ბრიტანულ გამოცემებს "Evening Standard" და "Independent".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S