Accentnews.ge
"ოცნების" მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ მოსკოვშია: "ადგილზე პუტინის კორტეჟის თანხლებით მოვედით!"

"ოცნების" მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ მოსკოვშია: "ადგილზე პუტინის კორტეჟის თანხლებით მოვედით!"

05/03/2025 16:01:38 პოლიტიკა

ქართული სახელისუფლებო მედიის "ამერიკული იმედი" - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ მოსკოვში იმყოფება.

როგორც თავად ლოუ სოცქსელში წერს, იგი დანიშნულების ადგილზე პრეზიდენტ პუტინის კორტეჟის თანხლებით მივიდა.

"ძალიან ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ადგილზე ვართ! გამარჯობა, მოსკოვო! გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ დანიშნულების ადგილზე პრეზიდენტ პუტინის კორტეჟის თანხლებით მოვედით" - წერს ლოუ.

საქართველოში იგი სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველი გუნდის - "ქართული ოცნების" მხარდაჭერითაა ცნობილი. 2025 წლის იანვარში ლოუს თბილისში ვიზიტიც პროსამთავრობო ფაბლიკების მიერ იყო ორგანიზებული. მაშინ ტრამპის მხარდამჭერ ქალს აეროპორტში ჯგუფ "ანტიმაიდანის" წევრები დახვდნენ, რომელიც ცნობილია თავისი კრემლისტური ნარატრივებით. გარდა ამისა, დამხვედრ პირთა შორის იყო "ოცნების" პროპაგანდისტულ ტელეარხ POSTV-ს ერთ-ერთი წამყვანიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S