Accentnews.ge
ბაჩიაშვილს ქონებას, რითაც 2,5-მილიონიანი გირაო ჰქონდა უზრუნველყოფილი, გაუყიდიან

ბაჩიაშვილს ქონებას, რითაც 2,5-მილიონიანი გირაო ჰქონდა უზრუნველყოფილი, გაუყიდიან

06/03/2025 08:27:10 სამართალი, საზოგადოება

მას შემდეგ, რაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება, ქვეყანა მალულად დატოვა, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2,5-მილიონიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

6 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ბრალდებულს გირაო უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს თანხის ამოსაღებად ბრალდებულისა და ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, აღსასრულებლად მიექცა წარმოებაში.

საჯარო რეესტრში მითითებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის 2 აგვისტოდან გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი მამის, ალექსანდრე ბაჩიაშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი და მიწა იყო დაყადაღებული.

ბაჩიაშვილს ამ დროისთვის სამი ბრალდება აქვს წარდგენილი, აქედან ერთი - საზღვრის უკანონო კვეთა, დაუსწრებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S