Accentnews.ge
TI: როგორ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან

TI: როგორ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან

06/03/2025 10:50:42 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო 12 წელში საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები "მნიშვნელოვნად გაიზარდა".

"2003-2012 წლებში ჩინეთიდან 132 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი - 655 მლნ დოლარი.

1995-2012 წლებში საქართველოში 451 კომპანია დაარეგისტრირეს ჩინეთის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი - 1 893 კომპანია.

2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 640 მლნ დოლარი იყო (26 მლნ ექსპორტი, 614 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 3-ჯერ მეტი - 1 916 მლნ დოლარი (303 მლნ ექსპორტი, 1 613 მლნ იმპორტი).

2012 წელს ჩინეთიდან 7 633 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 12-ჯერ მეტი - 88 583 ვიზიტორი.

ჩინურმა კომპანიებმა ასობით მლნ დოლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს მთავრობის დაკვეთით.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად კორუფციული სკანდალებით ცნობილი და აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ მყოფი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი შეარჩია" - წერია TI-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S