
უზბეკეთის შემდეგ ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა
06/03/2025 13:17:18 პოლიტიკა
უზბეკეთის შემდეგ "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა.
პრესსამსახურის ცნობით, კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ხვალ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს.
კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ქარსელაძე, დავით სონღულაშვილი, შალვა გოგოლაძე და ლევან ჟორჟოლიანი.
"ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება" - ნათქვამია განცხადებაში.