Accentnews.ge
პროკურორის ინფორმაციით, ინტერპოლს მიმართეს ბაჩიაშვილზე ძებნის გამოცხადების თხოვნით

პროკურორის ინფორმაციით, ინტერპოლს მიმართეს ბაჩიაშვილზე ძებნის გამოცხადების თხოვნით

06/03/2025 16:25:40 სამართალი, საზოგადოება

პროკურორ მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, შესაბამისმა დეპარტამენტმა ინტერპოლს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე უკვე მიმართა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, შესაბამისმა დეპარტამენტმა, სტრუქტურულმა ერთეულმა უკვე მიმართა ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით", - განაცხადა პროკურორმა.

მას შემდეგ, რაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება, ქვეყანა მალულად დატოვა, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2,5-მილიონიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

6 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ბრალდებულს გირაო უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს თანხის ამოსაღებად ბრალდებულისა და ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, აღსასრულებლად მიექცა წარმოებაში.

საჯარო რეესტრში მითითებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის 2 აგვისტოდან გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი მამის, ალექსანდრე ბაჩიაშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი და მიწა იყო დაყადაღებული.

ბაჩიაშვილს ამ დროისთვის სამი ბრალდება აქვს წარდგენილი, აქედან ერთი - საზღვრის უკანონო კვეთა, დაუსწრებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S