Accentnews.ge
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი MEGOBARI ACT-ის პროექტს სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი MEGOBARI ACT-ის პროექტს სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავს

07/03/2025 09:16:23 პოლიტიკა

აშშ-ის სენატში დარეგისტრირებულ MEGOBARI ACT-ის კანონპროექტს საგარეო საქმეთა კომიტეტი სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავს, - იუწყება ვაშინგტონში მომუშავე ცნობილი ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების ჯო ჯილსონისა და სტივ კოენის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება და ამ დროისთვის მას უკვე 18 თანაავტორი ჰყავს.

ცნობისთვის: უილსონისა და კოენის ინიციატივა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას, ასევე მსხვილი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის შეთავაზებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი "ოცნების" მმართველი გუნდი ქვეყნის დემოკრატიული ლიანდაგიდან გადაყვანის ბოლოდროინდელ კურსს შეწყვეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი განიხილება "ოცნების" წევრების, მათი ოჯახებისა და რეჟიმის სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლების სანქცირების შესაძლებლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S