Accentnews.ge
არარეზიდენტმა ელჩებმა ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს

არარეზიდენტმა ელჩებმა ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს

07/03/2025 11:39:24 პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში არარეზიდენტმა ელჩებმა კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს.

მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა. ყველა დიპლომატი - არარეზიდენტი ელჩები, საქართველოშია აკრედიტებული, ზოგი მათგანი თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა.

„პრეზიდენტმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა”, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

5 მარტს ელჩები საოკუპაციო ხაზის მახლობლად, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ. დიპლომატები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და მიიღეს ინფორმაცია ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ.

საოკუპაციო ხაზთან ჩასვლამდე ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს გიორგი ზურაბიშვილსა და ხათუნა თოთლაძეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S