12-03-2025 10:57:54 პოლიტიკა ,სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა "საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის" (ე.წ. პიჯაკების) საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
საქმე ეხება 2009 წლის მოვლენებს.
ბრალდების თანახმად, იმ წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოიწვია მასაჟისტი, რომელმაც მას შესაბამისი მომსახურება გაუწია.
“სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე, მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — აცხადებენ პროკურატურაში.