თეა წულუკიანი: "რუსეთი უსაფუძვლო არგუმენტით აჭიანურებს 10 მლნ ევროს გადახდას"

28-02-2020 16:22:08 სამართალი

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, რუსეთი დეპორტაციისას დაზარალებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდას უსაფუძვლო არგუმენტით აჭიანურებს.

"საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთს დავა მოუგო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თუმცა რუსეთი ცდილობს, პროცედურულად ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სასამართლოს მხრიდან დაკისრებული 10 მლნ ევრო ქვეყანას არ ჩაურიცხოს. მოსკოვი ამბობს, "თანხა საქართველოს კი არ უნდა ჩავურიცხო, არამედ საქართველომ უნდა მითხრას, ამ თანხას რომ ჩავურიცხავ, ვისზე განაწილდებაო". ჩვენ წარდგენილი გვაქვს სია, თუმცა ის ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, რომ ზოგიერთი ადამიანი არ არის ნამდვილად მსხვერპლი და ასე შემდეგ.... ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს რამდენჯერმე შეახსენა, რომ მისი ვალდებულება კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით, უპირობოა, ანუ, ის ვერავითარ პირობას, რომ გვარი არ მოსწონს, სახელი არ მოსწონს, სიის ოდენობა არ აკმაყოფილებს - ვერ დააყენებს და კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, რაც შეიძლება, მოკლე ვადაში ჩარიცხოს ეს თანხა, რომელსაც უკვე დიდი ხანია, პირგასამტეხლოს სახით პროცენტები ერიცხება. გასაკვირი ალბათ, არაფერია, როდესაც ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. თანხაზე საუბარი მას არ სურს, მით უმეტეს, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგისგან გადაწყვეტილებას უკვე წელს ველოდებით" - განაცხადა წულუკიანმა.

იხილეთ ასევე: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის პირობები დაასახელა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები