Accentnews.ge
"ოცნებაში" ზვიად კუპრავაზე თავდასხმაში ყოფილი მმართველი პარტიის კვალს ხედავენ

"ოცნებაში" ზვიად კუპრავაზე თავდასხმაში ყოფილი მმართველი პარტიის კვალს ხედავენ

28/02/2020 12:37:08 საშინაო პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში" „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავაზე თავდასხმაში ყოფილი მმართველი პარტიის კვალს ხედავენ.

„თუ ვინმეს აწყობს გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს“, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს, რომელმაც მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა.

„ეს ადამიანი ხელს იშვერს იმ ხელისუფლებისკენ, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს, ვიდრე მის პარტიას ჰქონდა. თუ ვინმეს აწყობდა დღეს ასეთი განცხადებების გაკეთება და, მით უმეტეს, გამოუსადეგარი კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს. აქცია აღარ არის, სარალიძის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, ის „კაა“ და კუპრავა აღარავის ახსოვს. იფიქრეს, "მოდი, ვცემოთ მაინც და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება გავრცელებულ ცნობებს, რომ ზვიდ კუპრავა მუშაობდა მნიშვნელოვან კორუფციულ სქემაზე, რომლის გამოქვეყნებაც ხელისუფლებას არ აძლევს ხელს, გია ვოლსკის თქმით, თავდასხმა კუპრავას ვერ შეაჩერებს:

„ახლა უფრო არ გამოაქვეყნებს?! შეეშინდა თუ რა?! ზვიად კუპრავა უშიშარი ქვა და რკინაა, ვერანაირი ცემა მას ვერ გააჩერებს. თუ რამე აქვს, კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს. რომელი ინტელექტუალური რესურსი მაგას აქვს, რომ საერთოდ რამეზე იმუშავოს?! გამოდის და ნიკა გვარამიას მსგავსად, ხელისუფლებას აბრალებს თავდასხმას იმ იმედით, რომ დასავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ვინმე ყურადღებას მიაქცევს... იმიტომ არიან ეს ადამიანები ხეპრეები“.

ცნობისთვის: ზვიად კუპრავას თავს გუშინ დაესხნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S