საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

12-03-2025 19:04:40 სამართალი

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა განაცხადა.

გადაწყვეტილებას დარბაზში ბრალდებულთა ახლობლების მხრიდან შეძახილები მოჰყვა: „უსამართლო სასამართლო”.

დღევანდელ პროცესზე უნდა გარკვეულიყო საქმე არსებით განხილვაზე გადავიდოდა, თუ საერთოდაც სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა.

შემდეგი პროცესი 24 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის: მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავა.

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები