„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” თანასპონსორად კიდევ ერთი კონგრესმენი შეემატა

12-03-2025 19:15:54 პოლიტიკა

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” თანასპონსორად კიდევ ერთი კონგრესმენი შეემატა.

კერძოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) ავტორობით წარდგენილ კანონპროექტს კიდევ ერთი თანასპონსორი, კონგრესმენი ტომ სუოზი (დემოკრატიული პარტია) შეემატა, რითაც თანასპონსორების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. სუოზის გარდა, თანასპონსორები ასევე არიან: რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი, და დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ სტივ კოენმა 8 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს კანონპროექტი, რომლის მიზანია "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარება".

კანონპროექტის დამტკიცებას სჭირდება ჯერ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, შემდეგ კი სენატის თანხმობა. მომდევნო ეტაპზე, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მას სამართლებრივი ძალა ექნება და შესაბამისად, აშშ-ის მთავრობის პოლიტიკად იქცევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები