კობახიძემ ღარიბაშვილს და წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

13-03-2025 15:34:23 პოლიტიკა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილსა და სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ. შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც ხელს "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აწერს, 12 მარტით თარიღდება.

"საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა" - ნათქვამია ღარიბაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის შესახებ განკარგულებაში.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს − თეა წულუკიანს დაენიშნოს/ გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უზრუნველყოს" - ნათქვამია წულუკიანისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის შესახებ განკარგულებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები