საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი

13-03-2025 15:59:03 პოლიტიკა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. დოკუმენტს მხარი 288 დეპუტატმა დაუჭირა.

"[ეროვნული ასამბლეა] გმობს რუსეთის ჩარევას ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში, განსაკუთრებით მოლდოვას, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში." - წერია რეზოლუციის ერთ-ერთ ნაწილში.

ფრანგი კანონმდებლები გამოდიან მოწოდებით, რომ უკრაინის დახმარება უნდა გაძლიერდეს და მოხდეს კიევის მხარდაჭერა რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით. რეზოლუციის მიხედვით, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის სამხედრო მიზნებსა და ქვეყნის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, NATO-სა და სხვა მოკავშირე ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები