ოფიციალური თბილისი მოქალაქეებს ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

28-02-2020 18:00:11 საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტტრო საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინფიცირების შემთხვევები“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები