13-03-2025 21:57:45 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება „ძალიან პერსპექტიულია“, მაგრამ „არ იყო სრული“.
როგორც ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ სრუტესთან ერთად მედიასთან საუბარში განაცხადა, ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს.
“იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა”, - განაცხადა ტრამპმა.
პუტინი ცეცხლის 30დღიან შეწყვეტას დასთანხმდა, თუმცა "ნიუანსებით"