მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

14-03-2025 17:20:17 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა“.

„მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და, ამ კონტექსტში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯერჯერობით, აშშ-ის საელჩოს საქართველოში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები