თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერ–ჯერობით არ ფიქსირდება

28-02-2020 19:48:19 საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერ–ჯერობით არ ფიქსირდება.

"გვყავს 2 ინფიცირებული პირი. ამჟამად კლინიკაში 39 პაციენტი რჩება. მათგან 21–ს ვირუსი არ დაუდასტურდა და ისინი მზად არიან საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად. დანარჩენების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 31 წლის ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ცნობისთვის: დღეს საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები