
კალასი: ვახდენთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას ახორციელებენ
17/03/2025 08:22:05 პოლიტიკა
"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.